სერვისი

კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. უხეშად რომ ვთქვათ, კარიესი არის კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გაწოვით და სრულდება ხვრელის წარმოქმნით. კარიესული პროცესის განვითარების სისწრაფე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფტორის მიღების შემთხვევაში დაწყებული პროცესი შეიძლება შენელდეს. მუდმივი კბილების კარიესი ნელა პროგრესირებს და ღრუს ჩამოყალიბების პროცესი შესაძლოა 4 წელიც კი გაგრძელდეს, კბილის ფესვი კი მინანქართან შედარებით რბილი ქსოვილით - ცემენტით არის დაფარული, ამიტომ აქ კარიესი 2.5-ჯერ უფრო სწრაფად პროგრესირებს. როდესაც კბილის ჰიგიენა არადამაკმაყოფილებელია და საკვები რაციონი მდიდარია შაქრით, კარიესი კბილის ამოჭრიდან რამდენიმე თვის შედეგაც კი შეიძლება განვითარდეს.თუ კარიესი ნებაზე მივუშვით, შესაძლოა, პროცესი პულპიტში, პერიოდონტიტში გადაიზარდოს და დაგვჭირდეს ენდოდონტიური მკურნალობის ჩართვა, ანუ ნერვის მოკვლა და კბილის ფესვის მკურნალობა. არხების სწორად მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კბილების შემდგომი მკურნალობის და პროტეზირებისთვის. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე ენდოდონტიას.კბილის ფესვის მკურნალობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს ფესვის არხის მექანიკური დამუშავება წარმოადგენს. ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ მკურნალობის ეფექტურობა და წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არხის დამუშავების სრულყოფილებასა და და გამოყენებულ ენდოდონტიურ ტექნოლოგიაზე. კლინიკურ პრაქტიკაში არხის დასამუშავებლად ექიმები ინსტრუმენტების სხვადასხვა სისტემებს იყენებენ. ყველაზე გავრცელებული მეთოდი გულისხმობს არხის დამუშავებას ხელის ინსტრუმენტებით. კლინიკა გთავაზობთ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ კლინიკური დანიშნულების მიხედვით წინა კბილების, საღეჭი ზედაპირების, უნივერსალურ კომპოზიციურ საბჟენ მასალებს; ასევე ქიმიური აქტივაციის და სხივით გამყარებად ბჟენებს; კბილის ესთეტიური პარამეტრების აღდგენას კბილის ფერის, ფორმის და ზომის, კბილის მდებარეობის; ტრამვების შედეგად, კბილების არაკარიესული დაზიანებების მკურნალობას კბილის ფუნქციური და ესთეტიური პარამეტრების აღდგენით სხივით გამყარებად, უნივერსალურ ჰიბრიდულ კომპოზიტებს. მხატვრულ რესტავრაციების ფაიფურის თხელი ფირფიტებით (კერამიკული ვინირებით) რომელიც ფიქსირდება კბილის წინა ზედაპირზე, გააჩნიათ სიმტკიცე და შეუდარებელი ესთეტიკა.