ჩვენს შესახებ

სტომატოლოგიური კლინიკა "დენო დენტი" აფასებს,რომ პაციენტი გვანდობს ძვირფას ჯანმრთელობას.ჩვენ მზად ვართ გავამართლოთ იმედები და დავაკმაყოფილოთ ყველაზე მომთხოვნი პაციენტის სურვილი.ამაში რომ დარწმუნდეთ,გვესტუმრეთ და მოინახულეთ ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა.ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმის მაღალი დონე საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ კბილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, რათა იქონიოთ ჯანმრთელი პირის ღრუ. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია ინდივიდუალური მიდგომა და ზრუნვა თითოეული კბილისთვის. ჩვენ გვაქვს უფლება ვიამაყოთ ჩვენი ნამუშევრის ესთეტიური სილამაზით და ხარისხით. ჩვენი კლინიკის ექიმები იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. მომსახურეობის უმაღლესი დონე გამოიხატება არამარტო თანამედროვე აპარატურაში, არამედ ექიმების გამოცდილებაში. ჩვენს კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილურობის საკითხებს, ასეპტიკას და ანტისეპტიკას. პაციენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის ჩვენი კლინიკის პრიორიტეტული მიმართულება. ინსტრუმენტების სტერილიზაციის ყველა ეტაპი ( წინა სასტერილიზაციო დამუშავება, სტერილიზაცია, შენახვა) მიმდინარეობს ყველა წესის დაცვით, რაც მოწმდება სტერილურობის მარკერებით,რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ვირუსებს და ბაქტერიებს. ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურეობა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით. კბილების მკურნალობისთვის ვიყენებთ საუკეთესო მასალებს და ეფექტურ გამაყუჩებელ საშუალებებს.